Live Button Live
მთავარი გვერდი » „ბო­ლოს რომ ვი­ლა­პა­რა­კეთ, მი­თხრა, კო­ვიდ­მა ძა­ლი­ან ცუდი რა­ღაც და­მი­ტო­ვაო…“ – მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა

„ბო­ლოს რომ ვი­ლა­პა­რა­კეთ, მი­თხრა, კო­ვიდ­მა ძა­ლი­ან ცუდი რა­ღაც და­მი­ტო­ვაო…“ – მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა

მიერ zaza
A+A-
გადატვირთვა

მომღერალი ლევან კბილაშვილი მოსკოვში 32 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წლებში ლევან კბილაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ლევან კბილაშვილი 2011 წელს პოპულარულ მუსიკალურ პროექტ “ჯეოსტარში” მონაწილეობდა. შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო რუსეთში, მუსიკალურ პროექტ The Voice-ში. გარკვეული დროის განმავლობაში, გამოდიოდა ცნობილ რუს მომღერალთან, ლუბოვ უსპენსკაიასთან ერთად.

მომღერლის გარდაცვალების შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

“ლე­ვა­ნის ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვი და არა მარ­ტო მე­გო­ბა­რი, პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხი­თაც ერ­თმა­ნე­თის თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი გახ­ლდით… ბოლო პე­რი­ოდ­ში მენ­ჯზე ჰქონ­და პრობ­ლე­მა… კო­ვი­დი რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ი­ტა­ნა. ბო­ლოს რომ ვი­ლა­პა­რა­კეთ, მი­თხრა – კო­ვიდ­მა ძა­ლი­ან ცუდი რა­ღაც და­მი­ტო­ვაო – მენ­ჯის ძვლის შლა ჰქონ­და” – ამის შესახებ მუსიკოსმა დათო ლონ­და­რი­ძემ გარდაცვლილ ლევან კბილაშვილზე საუბრისას Ambebi.ge-ს განუცხადა.

ნახეთ ვრცლად

აქ: 👇

https://www.ambebi.ge/article/278664-gushin-koncerti-hkonda-dge-dgeze-sakartveloshi-cham/

მსგავსი სიახლეები