„ბოლო რამდენიმე წელიწადში გაცილებით მეტი გაკეთდა, ვიდრე წინა 20-წლიან“ – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინფორმაციას  ავრცელებს:

-„ბოლო 8 წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 40-მდე ახალი მცირე და საშუალო ჰიდროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 654 მგვტ. ამ თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე წელიწადში გაკეთდა გაცილებით მეტი, ვიდრე წინა 20-წლიან პერიოდში.

აღნიშნულ 8 – წლიან პერიოდში უკვე აშენდა ან მშენებლობის პროცესში გადავიდა ისეთი სტრატეგიული ჰიდროსადგურები, რომლებზეც მანამდე წლების მანძილზე მიმდინარეობდა ლაპარაკი. მისი თქმით, აშენდა და ამოქმედდა „შუახევიჰესი“, მშენებლობის პროცესში გადავიდა „ნამახვანი ჰესი“ და „ნენსკრა ჰესი“. გარდა ამისა, ექსპლუატაციაში შევიდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორი თბოელექტროსადგური გარდაბანში.

„ენერგეტიკაში ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვავითაროთ ჩვენი საკუთარი ენერგეტიკული რესურსი, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები