ბოლო ფოტო აფრენამდე – უკრაინული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები

8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

თვითმფრინავის აფრენამდე ეკიპაჟის წევრებმა ფოტო გადაიღეს.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ სამგზავრო  თვითმფრინავმა, თეირანში იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე კატასტროფა განიცადა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, ინციდენტის შედეგად ყველა მათგანი დაიღუპა.

თვითმფრინავი რეისს თეირანი-კიევის მიმართულებით ასრულებდა.

 ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თეირანის აეროპორტთან უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა შემთხვევით ჩამოაგდეს.

კომენტარები