“ბოლო წლებში პირველად კოალიციური მმართველობა რეალურ ალტერნატივად გამოიყურება, რომელმაც ამ ქვეყანას შეიძლება ის ბალანსი და ანგარიშვალდებულების ზრდა მოუტანოს, რაც მართლაც სისტემურ გარდატეხას მოიტანს.”-სალომე უგულავა:

 

ტვ “ფორმულას” თანამშრომელი სალომე უგულავა სოციალურ ქსელში არჩევნებთან დაკავშირებით წერს-

“2020 წლის არჩევნები საქართველოსთვის საეტაპოა რამდენიმე მიზეზის გამო, აღარ ჩამოვთვლი. ბოლო წლებში პირველად კოალიციური მმართველობა რეალურ ალტერნატივად გამოიყურება, რომელმაც ამ ქვეყანას შეიძლება ის ბალანსი და ანგარიშვალდებულების ზრდა მოუტანოს, რაც მართლაც სისტემურ გარდატეხას მოიტანს. ჩემთვის არჩევანი და წყალგამყოფი მარტივია, ან ხარ ამ ისტორიული წინსვლის მხარეს, ან
– არა. ყველაზე უსუსურად ამ დისკუსიაში გამოიყურება იმათი არგუმენტი, ვინც ამბობს, რომ ხალხი გადაწყვეტს და თავს იკავებს ახლა რომელიმე პოზიციის დაჭერისგან. რა საკვირველია, არჩევნების შედეგებით განისაზღვრება, ვის რა წონა მიენიჭება. მანამდე კი ყველამ უნდა თქვას, რა ჰგონია უკეთესი ამ ქვეყნისთვის და რისთვისაა შემოსული ამ ბრძოლაში. სიცხადე ამომრჩევლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ხმა ვის მისცეს, ამის მიხედვითაც წყდება. ნაწილისთვის მაინც.

ცხადია, ყველას უნდა გამარჯვება არჩევნებში, მაგრამ როგორც ვხედავთ არაერთი კვლევის შედეგით, ვერცერთი ვერ იმარჯვებს ერთპიროვნულად. და თუ ვინმე გაიმარჯვებს ერთპიროვნულად, ისევ ქართული ოცნება იქნება, მისი ალტერნატივა თუ არსებითად უფრო დემოკრატიული და უკეთესი სისტემა არ იქნება.”-წერს სალომე უგულავა

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები