ბორის კორსანტია კორონავირუსით გარდაიცვალა

ვირუსოლოგი ბორის კორსანტია, 78 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ბორის კორსანტია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

-„სიტუაცია ძალიან რთულია. სისტემა მუშაობს მაქსიმალური დატვირთვის პირობებში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ადამიანური რესურსიც ვეღარ უძლებს ასეთ დატვირთვას. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი კოლეგა შეიწირა ვირუსმა. საქართველოში ვირუსოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბორის კორსანტია შეიწირა ვირუსმა”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ფორმულას” ეთერში.

 

კომენტარები