ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე ხანძარი იყო.
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება 70-მდე მეხანძრე-მაშველი.
სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან ისევ გაგრძელდება.