ბოტსვანაში ბოლო ორ თვეში ასამდე სპილო მოკვდა

ბოტსვანაში ბოლო ორ თვეში ასამდე სპილო მოკვდა.

ამ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ამის გამო შეშფოთებულია ქვეყნის ხელისუფლება:

„სპილოების სიკვდილი კლიმატმა გამოიწვია. ბოტსვანის გარემოს დაცვის ნაციონალური პროგრამის ხელმძღვანელი ტინააპი მადირი ამბობს, რომ ძლიერმა გვალვამ სპილოების პოპულაციაზე გავლენა მოახდინა“.

გვალვამ გაანადგურა მწვანე საფარი სადაც სპილოები საკვებს პოულობდნენ. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო დაშრა მდინარეები და წყალსაცავები. სპილოს სიცოცხლისთვის 3 ცენტნერი ბალახი და 100 ლიტრი წყალი სჭირდება.

კომენტარები