„ბოღმას ვერაფერს უხერხებს. სიმთვრალე გამბედაობას აძლევს ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი, იპრუტუნოს და მის ყოფილ პატრონ ოლიგარქს დედაც კი აგინოს პირდაპირ ეთერში“

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს:

„მეუფეიაკობი ხელისუფლებამ გამოიყენა და შემდეგ გადააგდო.

ბოღმას ვერაფერს უხერხებს. სიმთვრალე გამბედაობას აძლევს ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი, იპრუტუნოს და მის ყოფილ პატრონ ოლიგარქს დედაც კი აგინოს პირდაპირ ეთერში. მისი ამ საქციელის მთავარი მოტივი კი, შემდეგია: ის ხვდება, რომ მარტო დარჩა, ყველამ დაიკიდა და რასაც დაპირდნენ, რა თქმა უნდა, მოატყუეს”.

გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილი კი აცხადებს:

„ეპისკოპოს იაკობის ბრალდებები, ეს არის პირდაპირი მტკიცება, ტომ გარკვეული დანაშაული მზადდებოდა. დეკანოზი ამ საქმეში „განტევებიც ვაცი” იყო“.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია მეორის მკვლელობას გეგმავდნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე უხმეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ჰყვება, რომ ისინი მას „ეჩალიჩებოდნენ“, რათა პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად.

 

კომენტარები