„ბოღმა, შური, უმადურობა – ეს საშინელებები ამოტივტივდა იმ ფსევდო-ფასეულობების დამკვიდრებით, რაც ცხოვრებაში შეუმდგარმა ლუზერებმა თავს მოგვახვიეს“

-„ბოღმა, შური, უმადურობა – ეს საშინელებები ამოტივტივდა იმ ფსევდო-ფასეულობების დამკვიდრებით, რაც ცხოვრებაში შეუმდგარმა ლუზერებმა თავს მოგვახვიეს.
უჯიშო, უსქესო, ურწმუნო, სულით მდაბიო და გაუნათლებელი ხალხის შინაგანი კომპლექსების გადმონთხევას ფაქტობრივად ყოველ-დღე ვუყურებთ და საუბედუროდ წინააღმდეგობის გაწევა არ შეგვიძლია.
ლუზერები, ჩვეულებრივი ლუზერები, იმდენად არარეალიზებულნი, რომ ლუზერების კონკურსშიც მეორე ადგილს დაიკავებდნენ, რადგანაც ლუზერები არიან, უაზრო ეპატაჟებით – ეკლესიისა და ტრადიციების ლანძღვა, ნამდვილად პატივსაცემი ადამიანების განქიქება, ყალბი ქამინგ-აუტები, მარაზმში გადასული პერფომანსები და მრავალი სხვა გამოხტომა, რომლითაც ისინი ნორმალური ადამიანების ინტელექტს შეურაცხყოფას აყენებენ, ფართოდ შუქდება მედიის საშუალებით. მედიის, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ თეთრზე თეთრი თქვას და შავზე შავი, თავად ხდება ლუზერი და მდაბიოობაში ეძებს ე.წ. “ნახვადობის” ამაღლებას და იმის ნაცვლად, რომ რეალური რეიტინგი მოიპოვოს, სრულ მარაზმს გვჩრის.
მილიონჯერ მითქვამს, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. მილიონჯერ მითქვამს, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს.
მილიონჯერ მითქვამს, რომ აუცილებელია მენტალური რევოლუცია.
რევოლუცია, რომელიც поганой метлой გახვეტავს “ზუკა” ბერძენიშვილებს, ბაია პატარაიებს, ეკა გიგაურებს და რაც მთავარია მათს უმთავრეს დასაყრდენს – ბოკერია-სააკაშვილის იმ იდეოლოგიას, რომლითაც ისინი უკვე ამდენი წელია ცდილობენ “ახალი” გაიმპოტენტებული, გარობოტებული, დაბეჩავებული ქართველის გამოყვანას – წერს ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები