ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალგაზრდა ექთანს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკასა და საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადასტურებს საგარეჯოს „ჯეო ჰოსიტალსის“ დირექტორი დავით ჯიქია.

ბოჭორიშვილის კლინიკაში მორიგეობის დასრულების შემდეგ ქალი საგარეჯოს საავადმყოფოში გამოცხადდა. ჩატარებულმა PCR-ტექსტმა მას კორონავირუსი დაუდასტურა. ექთანი ახლა დამატებითი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ქალს საგარეჯოს საავმყოფოს მედ- პერსონალთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტი ჰქონდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული სააგენტოს კახეთის განყოფილება და ეპიდემილოგები წყაროს დადგენაზე ახლა აქტიურად მუშაობენ.

ამ დროისათის საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

წყარო: „იმედინიუსჯი“

კომენტარები