ბრაზილიაში, ალტამირას ციხეში ამბოხება მოხდა

ბრაზილიაში, ალტამირას ციხეში ამბოხება მოხდა. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ამბოხების შემდეგად 57 ადამიანი დაიღუპა.  მათ ორი ზედამხედველი  მძევლად აიყვანეს,  შემდეგ ისინი გაუშვეს.

არეულობა დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა. შეტაკება ნარკოტიკებით მოვაჭრე ორ დაჯგუფებას შორის მოხდა. პატიმრების ნაწილი მოკლეს, ნაწილი  შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მხუთავი აირით დაიხრჩო.

კომენტარები