„ბრალდებულებმა არა მხოლოდ ტანსაცმელზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაცია და ყველა შესაძლო მტკიცებულება, რაც მათ“ – შაქარაშვილის საქმე – პროკურორი

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განმარტა, რატომ არ აღმოაჩნდათ ბრალდებულებს გიორგი შაქარაშვილის ბიოლოგიური მასალა კომპლექსური, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური ექსპერტიზის შედეგად:

-„საგამოძიებო ორგანოში მისულ თითქმის ყველა ბრალდებულს ნიმუშების აღების მომენტისთვის ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდა.  ბრალდებულებმა იცოდნენ, შაქარაშვილის ტანსაცმელზე არანაირი კვალი არ იქნებოდა.

ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოებში, შესაბამისად,  ვფიქრობ, მათ უკვე იცოდნენ წინასწარვე, ტანსაცმელზე არანაირი კვალი რომ არ იქნებოდა. მათ არა მხოლოდ ტანსაცმელზე და უშუალოდ თავის სხეულზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაციები, ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელიც მათ ხელთ იყო იმ დროისთვის. ჩვენ მივიჩნევთ,  მათ წაშალეს და გამოძიებას მოუსპეს შესაძლებლობა, ეს მტკიცებულებები მოეპოვებინათ,“- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

კომენტარები