ბრიტანეთი 500 ათას ფუნტს გამოყოფს კორონავირუსზე მითებთან საბრძოლველად

დიდი ბრიტანეთი 500 ათას ფუნტ სტერლინგს გამოყოფს მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, ნათქვამია „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებულ საერთაშორისო განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

„სახიფათო მითები კორონავირუსზე, რომლებიც ხელს უშლიან დაავადებასთან ბრძოლას მთელ მსოფლიოში, გამოაშკარავდება ახალი ინიციატივების დახმარებით, რომლებსაც მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთი. საერთაშორისო განვითარების სამინისტროს დახმარება  მიმართული იქნება დეზინფორმაციის წინააღმდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ მსოფლიოში, აგრეთვე, იმაზე, რომ ადამიანები გადავამისამართოთ სწორ რეკომენდაციებთან, რომლებიც ეხმარებიან ვირუსის გავრცელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

სახიფათო მითების მაგალითად უწყება ასახელებს რჩევებს ქლორის დალევის შესახებ, აგრეთვე, კანში ნივრისა და გორჩიცის შეზელვას.

ასეთი რამ ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს შეიცავს და აჩქარებს ვირუსის გავრცელებას, ადამიანის ყურადღებას ადუნებენ და გადაქვთ იგი უბრალო და პრაქტიკული საპროფილაქტიკო ღონისძიებებისაგან (მაგალითად, ხელების   დაბანვა) სხვა უსარგებლო რამეზე!, – აღნიშნავს სამინისტრო.

ინიციატივის ფარგლებში წაახალისებენ რეგიონალურ ჟურნალისტებს, რომლებიც ვირუსზე მართალი ინფორმაციის გავრცელებას უწყობენ ხელს, „მთარგმნელებს საზღვრებს გარეშე“, რომლებიც ეძიებენ ცრუ ინფორმაციებს სხვადასხვა ენებზე, თარგმნიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციებს და Evidence Aid-ს, რაც ყოველდღიურად ავსებს მონაცემთა ბაზას დაავადების გამოკვლევების შესახებ.

წყარო: ria.ru

კომენტარები