ბრიტანეთში ე.წ. სუპერკომპიუტერის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც 1,2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაჯდება

ბრიტანეთში ე.წ. სუპერკომპიუტერის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც 1,2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაჯდება.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის, ენერგეტიკისა და მრეწველობის სტრატეგიის სამინისტრო იტყობინება.

ახალი კომპიუტერით ამინდის პროგნოზის სიზუსტის გაზრდა გახდება შესაძლებელი. მისი მეშვეობით მეცნიერები შესაძლო კატაკლიზმების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ, რაც სტიქიური უბედურებების მასშტაბებს შეამცირებს.

სუპერკომპიუტერი ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, 2022 წელს შევა. ის გლობალურ დათბობასთან ბრძოლის გეგმის ნაწილია, რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეიმუშავა.

კომენტარები