ბრიტანეთში 1,6 მილიარდ დოლარად ამზადებენ კომპიუტერს ამინდის პროგნოზირებისთვის

დიდ ბრიტანეთში აპირებენ, დაამზადონ სუპერკომპიუტერი, რომელიც დაჯდება 1,2 მილიარდი ფუნტი სტერლინგი (1,6 მილიარდი დოლარი) და რომელიც გამოიყენება ამინდის პროგნოზირებისთვის. 

ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ქვეყნის ბიზნესის, ენერგეტიკისა და მრეწველობის სტრატეგიის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე, იუწყება korrespondent.net

 

ახალი კომპიუტერი გაზრდილი სიზუსტით შეადგენს ამინდის პროგნოზს და ბრიტანეთის ბიუჯეტს დაუჯდება 1,6 მილიარდი დოლარი. 

მისი დახმარებით მეცნიერები გეგმავენ, უფრო მეტად ზუსტად და დროულად იწინასწარმეტყველონ შესაძლო კატაკლიზმები. ამით შეიძლება შეამცირონ დანაკარგები ისეთი სტიქიის შემთხვევაში, როგორიცაა გრიგალი და წყალდიდობა. 

სუპერკომპიუტერის გაშვებას 2022 წლისთვის ვარაუდობენ. იმზეც საუბრობენ, რომ ეს ქმნილება არის ნაწილი დიდი ბრიტანეთის გეგმისა, რომელიც მიმართული იქნება გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

წყარო: korrespondent.net

კომენტარები