თენგიზ ზენაიშვილი: „ეს სახლი ჩემი პირადი საკუთრებაა, „ტვ პირველმა“ თქვა, – გიორგი ვოლსკის ეკუთვნის“

თენგიზ ზენაიშვილი „ტვ პირველზე“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება, – სახლი, რომელიც სატელევიზიო ეთერში აჩვენეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გიორგი ვოლსკის ეკუთვნის.  სახლის ფოტოებს ასაჯაროვებს.

-„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა” თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა! სატელევიზიო ეთერში ნაჩვენები სახლი მე მეკუთვნის, გიორგი ვოლსკის არ ვიცნობ, მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობ. ახლობლებო, ის ხომ იცით, რომ პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს? დაიმახსოვრეთ, ეს სახლი გონიოში, ჩემია, მეტი არავის! ჟურნალისტებო, ნუ შემაწუხებთ. აგერ არის ფოტოებიც. რეესტრიდან ამონაწერის ძიება მეზარება. გამგები გაიგებს“, – განაცხადა თენგიზ ზენაიშვილმა.

https://www.facebook.com/tengiz.zenaishvili/posts/10214330776581951

კომენტარები