„ბრიტანული შტამი უფრო მეტად ვრცელდება -განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკში“-ამირან გამყრელიძე

-„ვირუსის მუტაციებზე საუბარი ინტენსიური მას შემდეგ გახდა, რაც ე.წ. ბრიტანული შტამი იქნა იდენტიფიცირებული.  ბრიტანული შტამი უფრო მეტად ვრცელდება.

ქვეყანაში ახალი შტამის სამი შემთხვევაა დადასტურებული, გამოვლენილია მათთან კავშირში მყოფი 31 ადამიანი- უმრავლესობა ამბულატორიულად მკურნალობას.

ერთი წლის განმავლობაში (ცოტა მეტი), ეს ვირუსი ცირკულირებს, საკმაოდ ბევრი მუტაცია განიცადა, მათ ეპიდსიტუაციაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, მათ შორის, გაზაფხული-ზაფხულის მუტაციებს.

შემდეგ ამას მოჰყვა სამხრეთ აფრიკული, ბრაზიული შტამები.  როგორც, ჩვენ, -საზოგადოება ვებრძვით ვირუსს, ისევე ვირუსი იბრძვის თავის გადასარჩენად – ეს მუტაციები ხდება. ბრიტანული მუტაცია არ არის დაკავშირებული სიმძიმესთან.  არის ამის მონაცემები, – უფრო მეტად ვრცელდება, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკში.

ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს მონიტორინგი, მათ შორის ჩვენთანაც დეკემბრიდან დაიწყო. ერთ შემთხვევაში იყო იმ ტიპის მუტაცია, რომელიც ახლოს იყო ბრიტანულ შტამთან. შემდეგ უფრო გაინტენსივდა კვლევები. ამ ტიპის ჩაღრმავებული კვლევა შესაძლებელია ლუგარის ცენტრში, სადაც არის გენუმის სეკვენირების შესაძლებლობა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები