ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun Dream Team-მა Facebook-ზე ყვარელში მდებარე სტადიონის ფოტო გამოაქვეყნა

ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun Dream Team-მა Facebook-ზე ყვარელში მდებარე სტადიონის ფოტო გამოაქვეყნა.

საფეხბურთო მოედანმა ბრიტანელთა ყურადღება იმით მიიპყრო, რომ უძველესი გალავნის შიგნით მდებარეობს.

“საქართველოს მე-5 ლიგაში მოასპარეზე ყვარლის “დურუჯის” სტადიონი უძველესი ციხესიმაგრის კედლებს შიგნით მდებარეობს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აქ თამაშობთ!” – წერს ბრიტანული გამოცემა.

ყვარლის ციხესიმაგრე XVI-XVIII საუკუნეებში აშენდა. ციხის რესტავრაცია 1985–1987 წლებში ჩატარდა. 2018 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

კომენტარები