ბრუნეის სულთანის ლიმუზინს Range Rover აუქციონზე გაყიდიან

აუქციონის სახლი Silverstone Auctions გაყიდის ლიმუზინს Range Rover, რომელიც დამზადებულია ბრუნეის სულთანის  დაკვეთით.

ლოტის სავარაუდო საწყისი ფასი 18-24 ათასი ფუნტი სტერლინგია, იუწყება motor.ru

აუქციონის საიტზე დეტალურად არის აღწერილი ლოტი, დაგრძელებული Range Rover LSE Limousine დამზადებულია ბრუნეის სულთანის დაკვეთით ფირმაში Townley Cross Country Vehicles Ltd. ავტომობილი განკუთვნილი იყო მმართველის უმცროსი ძმისთვის პრინც ჯეფრისთვის და და მის დამზადებას დასჭირტდა 135 ათასი ფუნტი სტერლინგი.

ავტომობილი შავი ფერისაა და გამოირჩევა წითელი ტყავის სალონით Oxblood Connolly, ხალიჩებით Wilton და კაკლის ხის დეკორატიული პანელებით. 2000 წლის ივნისში ამ ავტომობილით მაიკ ტაისონს ლუ სავარესოსთან ორთაბრძოლის წინ გლაზგო დაათვალიერებინეს. მოგვიანებით ავტომობილი გადასცეს მის ამჟამინდელ მფლობელს დანიელ კოლექციონერს.

2006 წელს გამოქვეყნდა ავტომობილების, მოტოციკლების და ავტობუსების ნუსხა, რომლებიც ეკუთვნოდა ბრუნეის სულთანს. გაირკვა, რომ აღმოსავლელი მმართველი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მონარქია, ფლობდა 2789 სატრანსპორტო საშუალებას, მათ შორის იყო 9 McLaren F1 და 4 Bugatti EB110.

წყარო: motor.ru

 

კომენტარები