ბუნდესტაგის სპიკერმა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის კრიტიკოსებს უგუნურები უწოდა

გერმანიის ბუნდესტაგის სპიკერი ვოფგანგ შოიბლე უგუნურობად მიიჩნევს გაზგამტარის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მოწინააღმდეგეთა ქმედებებს. „საერთოევროპული გადასახედიდან პროექტის საბოტირება შემოვლითი გზებით, არ არის გონიერი გადაწყვეტილება – წერს შოიბლე სტატიაში გამოცემა Die Welt-თვის. გერმანელი პოლიტიკოსი აღიარებს, რომ გერმანიის მიერ პროექტის მხარდაჭერამ აღმოსავლეთევროპელ პარტნიორებთან ნდობის რრვევამდე მიგვიყვანა. გაზგამტარის გაყვანას მხარს უჭერენ გერმანია, ავსტრია და ნორვეგია, რომელსაც ეკუთვნის. პროქტის წინააღმდე გამოდიან პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, რომლებიც გაზგამტარს „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებენ. უკრაინაც აკრიტიკებს პროექტს იმის შიშით, რომ არ დაკარგოს რუსული გაზის ტრანზიტით მიღებული შემოსავლები. რუსეთი კი პროექტს წმინდა ეკონომიკური ხასიათის მატარებლად მიჩნევს.

წყარო: ren.tv

კომენტარები