ბურბას აქვს ჩანაწერები ონანიზმით დაკავებულ სააკაშვილზე, როდესაც ის პატიმრების წამებას და გაუპატიურებას უცქერს! – უკრაინაში მცხოვრები ქართველი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი დავით ჟვანია სკანდალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს:

  უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, უკრაინის რადას ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, უკრაინის საგანგებო სიტუაციების ყოფილი ყოფილი მინისტრი დავით ჟვანია ტელემიმართვას ავრცელებს:

 

 

დავით ჟვანია:

– მე მივმართავ ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას!

თქვენ ვერ შეამჩნიეთ, რომ არც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ და არც სხვა სახელმწიფო ჩინოვნიკებმა არანაირი რეაგირება არ მოახდინეს ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. მე უკვე აღვნიშნე რამდენიმე სერიოზული დანაშაული და მოვითხოვე,  დავეკითხე – მაგრამ არავინ არაფერი გააკეთა. როგორც ჩანს, ახალ და ძველ ხელისუფლებას აქვს შეთანხმებები, რომლებიც არ ითვალისწინებს ისეთი კრიმინალების ჩამოყვანას, როგორიცაა პოროშენკო ან ტურჩინოვი.

თუმცა, უკან არ დავიხევ. მე სიმართლეს ვეძებ – მინდა, რომ სამართლიანობა აღსრულდეს და კრიმინალებმა პასუხი აგონ თავიანთი ნამოქმედარისთვის. ეს ჩემი ვალია უკრაინის წინაშე. სიმართლეს ვილაპარაკებ იმისდა მიუხედავად, რომ ბევრს სურს ჩემი გაჩუმება.

პოროშენკოს ხალხი უკვე დამიკავშირდა, მემუქრებოდნენ. ყოველდღე უკრაინულ კორუმპირებულ მედიაში ვკითხულობ ჩემს შესახებ საზიზღრობას. პოროშენკოს მომხრეები („порохоботы“) ლაფს მცხებენ. ბოლო დროს ამას დაემატა ჩემი ვიდეოების დაბლოკვისა და საერთოდ ჩემი არხის დახურვის მცდელობები. მე ვიცი,  კოორდინაციას ვინ უწევს ჩემს წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას. ეს არის ბატონი ტრიგუბენკო, ზლოჩევსკის და კონონენკოს ბიზნესპარტნიორი.

მე მინდა ვუთხრა პოროშენკოს ხალხს, რომ არაფერი გამოუვათ. არ დავთმობ, ჯერ კიდევ მაქვს რამდენიმე კოზირი და მალე ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი ელის მათ პატრონს.

 

ასევე მინდა კომენტარი გავაკეთო მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადების შესახებ.

 

იგი ანაზდად დაუბრუნდა დიდ პოლიტიკას, უკრაინაში წყალს ამღვრევს და სურს საქართველოშიც იგივე მოიმოქმედოს. მეგობრებო, ნუ უსმენთ მას, არ ენდოთ მას.

სააკაშვილი არის პოლიტიკური თაღლითი და მთელი რიგი – დაზვერვის სამსახურების აგენტი. პოროშენკომ ის ერთ დროს გამოიყენა, როგორც იაცენიუკის საწინააღმდეგო საპირწონე. ყველამ იცის, აქედან რა გამოვიდა. პოროშენკო დარწმუნებული იყო, რომ მას შეეძლო სააკაშვილის კონტროლი ვასილი ბურბას დახმარებით. ბურბას სააკაშვილზე აქვს კომპრომატი. ყველამ იცის ისტორია, თუ როგორ აწამებდნენ ადამიანებს საქართველოში, გლდანის ციხეში: იქ იატნჯებოდნენ არა მხოლოდ ორგანიზებული კრიმინალური თემების წარმომადგენლები, არამედ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტებიც.

 

ბურბას აქვს ჩანაწერები ონანიზმით დაკავებულ სააკაშვილზე, როცა ის პატიმრების წამებას და გაუპატიურებას უცქერს! მე არ ვიცი რატომ აქამდე არ გამოქვეყნებულა ეს ჩანაწერები – როგორც ჩანს, სააკაშვილის ამერიკელმა პატრონებმა აკრძალეს ისინი. ადრე თუ გვიან საზოგადოება იხილავს ამ კადრებს და ყველას, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა სააკაშვილის, ძალიან შერცხვება!

 

მე მივმართავ ქართველ ხალხს და ამ საქართველოს ხელმძღვანელობას – მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ამ ადამიანის დასაპატიმრებლად. მივმართავ ზელენსკის – საკუთარი პოლიტიკური მომავლის გულისთვის, ქვეყნის მომავლის გულისთვის, თავი დააღწიოს  უცხოური დაზვერვის აგენტებს, რომლებსაც აქვთ ქართული ფესვები, რომლებმაც თავი მოიყარეს უკრაინაში და ზიანი მიაყენეს ჩვენს უკრაინას. მე უკვე ვახსენე მათი სახელები: ვანო მერაბიშვილი, ალექსანდრე კვიტაშვილი, გიზო უგულავა, ხატია დეკონაიძე, დავით საყვარელიძე. განდევნეთ ეს ხალხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაანადგურებენ სახელმწიფოს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვარ ვამხილო დამნაშავეები. ქალბატონო გენერალური პროკურორო – არ შეგეშინდეთ ვინმესი, ომოქმედეთ!

 გახსენით სისხლის სამართლის საქმეები, დამიბარეთ დაკითხვაზე. ერთად შეგვიძლია დავსაჯოთ ეს ხალხი, მათგან ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა.

მეგობრებო, სთხოვეთ ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯა. ჩვენი აქტიურობა სამართლიანობის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა!

 – აცხადებს დავით ჟვანია.

 წყარო: https://www.youtube.com/watch?v=EkLiTDFkdU0&feature=share

კომენტარები