გაბუნიას ანათემა მოელის

პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი გაზეთ რეზონანსთან საუბრისას აცხადებს, რომ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია შესაძლოა ანათემას გადაეცეს, თუ ღვთისმგმობი განცხადებების კეთებას გააგრძელებს. მამა მიქაელის აზრით, სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი მექანიზმი, რომ შეაჩეროს რელიგიური აგრესია ტელეწამყვანის მხრიდან.

იქვე მამა მიქაელი მეუფე იობის გაბუნიასადმი დამოკიდებულებას შეეხო და აღნიშნა: – “მეუფე იობს შეუძლია გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება – მას როგორც აქვს ხელმწიფება მინიჭებული – დალოცოს ადამიანი, უკიდურეს შემთხვევაში, ასევე აქვს უფლება, შეაჩვენოს ადამიანი, როდესაც ის შეურაცხყოფს მის სიწმინდეს, მართლმადიდებლობას და სარწმუნოებას. მე ვერ ვიტყვი, მეუფე იობი როგორ მოიქცა. მას არ აქვს მექანიზმი, რომ სხვანაირად განსაჯოს უტიფარი ჟურნალისტი, რომელიც საჯაროდ გმობს წმინდანებს და ასე შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს მათ.”

კომენტარები