„გაგვაგებინეთ, რა ხდება, რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი?“- ზვიად ანანიაშვილი

კახეთში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კვლავ გააქტიურდნენ.

როგორც ადგილობრივი გიდი ზვიად ანანიაშვილი საკუთარ „ფეისბუქ-გვერდზე“ წერს, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის ტერიოტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები განაახლეს.

„ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა აზერბაიჯანის მხრიდან.

გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ჰყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ, უბრალოდ, ასვლის უფლებასაც კი, მიმდინარე მოლაპარაკებების გამო.

მივმართავ მათ, ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციაზე წვდომა, გაგვაგებინეთ, რა ხდება!!! რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი“? – წერს ზვიად ანანიაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები