გადაიდება, არჩევნები? – გიორგი გახარია

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, თავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგი გაიმართა.

-„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს,  საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთვევაში ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა, სრული წესების დაცვით. არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებებს. ეს ერთი და მეორე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვხედავთ, –  პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ღიად. ერთადერთი, მოქალაქეებთან ერთად რასაც ვთხოვთ პოლიტიკოსებს, დავიცვათ წესები, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, ეს ხომ ასეთი რთული არ არის?! შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება.

არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში, არჩევნები არ გადაიდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის შედეგად საქართველოში 7 პაციენტი გარდაიცვალა,

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა თბილისსა და აჭარაში გამოვლინდა.

თბილისში 469 ახალი შემთხვევა, აჭარაში გახლავთ 360 ახალი შემთხვევა. იმერეთში შემცირდა გარკვეულწილად. გუშინ იყო 211 და დღეს 99 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. ქვემო ქართლში გახლავთ 78, შიდა ქართლში – 15 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ 73, კახეთში 46, გურიაში 25 ახალი ინფიცირებული, მცხეთა-მთიანეთში არის 14 და სამცხე ჯავახეთში 7.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 6 407 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ-სასტუმროში – 1 420, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები