„გადამწყვეტი იქნება მომდევნო კვირა“ – იგეგმება თუ არა აღდგომის დღესასწაულისთვის შეზღუდვები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

-„აღდგომის დღესასწაულისთვის რაიმე კონკრეტული შეზღუდვების გეგმა დღეს არ არის. გადამწყვეტი იქნება მომდევნო კვირა, აღდგომის დღესასწაულამდე რჩება რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ  ვნახოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა როგორი იქნება.

ნებისმიერ შემთხვევაში ზოგადი წესები მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე ეკლესიებში დასაცავად, ხალხმრავლობის შემცირებისა და ასევე გარე სივრცის გამოყენების კუთხით, ძალაში რჩება, მაგრამ მეტ კონკრეტიკას ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ“.

ეკატერინე ტიკარაძე: „აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა წელსაც მოკრძალებულად მოგვიწევს“.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 2 მაისს აღინიშნება.

საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა.

კომენტარები