“გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ჩემი შეტყობინებიდან მეორე დღესვე ბატონმა პაატამ პირად კონტროლზე აიყვანა ეს საქმე, რის შედეგადაც იმ ოჯახს ოპერატიულად დახმარება გაუწიეს.”-ხათო ბარათაშვილი:
გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი ხათო ბარათაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს-
“მეგობრებო, ძალიან გახარებული ვარ, ამიტომ ეს ამბავი თქვენც უნდა გაგიზიაროთ!
რამდენიმე დღის უკან ჩემმა მეგობარმა ფეისბუქ-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხარაგაულში მცხოვრები ქალბატონი მას დახმარებას თხოვდა.
ჩემმა მეგობარმა პოსტზე ბატონი პაატა კვიჟინაძე მონიშნა.
მოგეხსენებათ, ბატონი პაატა საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატია და წელსაც სამი მუნიციპალიტეტის: საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარადაა წარდგენილი.
გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ჩემი შეტყობინებიდან მეორე დღესვე ბატონმა პაატამ პირად კონტროლზე აიყვანა ეს საქმე, რის შედეგადაც იმ ოჯახს ოპერატიულად დახმარება გაუწიეს.
აი, ასეთი მადლიანი ადამიანია ჩვენი დეპუტატი – კეთილშობილი და სიკეთით სავსე, ძალიან ბევრი ადამიანი მიყვება მის ჩუმად გაკეთებულ სიკეთეებზე…
ასე რომ, საჩხერე- ჭიათურა-ხარაგაული, გილოცავთ – თქვენ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი, გულისხმიერი და საქმიანი დეპუტატობის კანდიდატი გყავთ.
ჩვენს ქვეყანას კი სწორედ მისნაირი გამოცდილი პოლიტიკოსი და რაც მთავარია ადამიანი ჭირდება.
გაიხარეთ ბატონო პაატა და წარმატებებს გისურვებთ! Paata Kvizhinadze”-წერს ხათო ბარათაშვილი
მოამზადა ნათია ბერიძემ