გადაცემა „ახალი კვირის“ სიუჟეტის გმირებს, მარისა და ბექას ოცნების საჩუქრები გადასცეს

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ სიუჟეტის გმირებს, მარისა და ბექას ოცნების საჩუქრები გადასცეს.

საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი სოფელ ქვეშეთში დღეს ჩავიდა და ბავშვებს ნანატრი ნივთები ჩაუტანა.

მარისა და ბექას ფოტო, ფოტოგრაფმა გიორგი ნადირაშვილმა გადაიღო. ფოტო სოციალურ ქსელში გასულ კვირას გავრცელდა. მათ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმისთვის საბჭოთა პერიოდის სამოსი ჩააცვეს და ფოტო გადაუღეს.

კომენტარები