„გადაწყვეტილება მივიღე – ჩემს დაბადების დღემდე ავიცრები“-გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა, თემა: ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი.

-„დღეს მივიღე გადაწყვეტილება, ავიცრა. აქამდე თავს ვიკავებდი, არ ვიყავი დარწმუნებული, რომელი ვაქცინა იყო უფრო ეფექტური ჩემი ასაკისთვის. გადავწყვიტე, გავიკეთო „ფაიზერი-ბიონტეკის“ ვაქცინა. ავიცრები თვენახევარში, ივნისში, ჩემს დაბადების დღემდე. 28 დღეში მეორე დოზას გავიკეთებ, 5 თვის შემდეგ კიდევ ერთი ნემსის გაკეთება მომიწევს.
გადაწყვეტილება მივიღე რამდენიმე მიზეზის გამო:
მინდა, ვიყო დაცული, დავიღალე ამ დისტანციების დაცვით;  ასევე მომიწევს მოგზაურობა, აეროპორტებსა და სადგურებში ყოფნა, ამიტომაც ზედმეტ რისკს ვერ გავწევ; არ მინდა, ვიყო ვირუსის გამავრცელებელი სხვებისთვის, ჩემს გამო ვინმე იყოს ავად. საშუალება  თუ იქნება, როცა ავიცრები ლაივს გავაკეთებ , ან ვიდეოს ჩავწერ და შემდეგ გაჩვენებთ.
მქონდა არჩევანი, ვაქცინა გამეკეთებინა ან ჟენევაში, ამ საფრანგეთში. გადავწყვირე, ავიცრა საფრანგეთში, რადგანაც ჟენევაში იყო ორი ვარიანტი,- „მოდერნა“ და „ფაიზერი“, წინასწარ არ იყო ცნობილი, რომლის რიგი მომიწევდა. რადგანაც  „მოდერნასთან“ დაკავშირებით კიდევ არის პასუხგაუცემელი კითხვები, შესაბამისად, ავირჩიე საფრანგეთი და „ფაიზერით“ აცრა. ყველაზე მეტი ინფორმაცია და კვლევა გვაქვს „ფაიზერზე“.
კომენტარები