გაერთიანებულ სამეფოში „ფაიზერის“ 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების

გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორგანომ „ფაიზერ/ბიონტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. ამ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს განცხადებით, მათ

ვაქცინის მოზარდებში გამოყენების მკაცრი მიმოხილვა ჩატარდა. BBC-ი წერს, მარეგულირებლის მიერ დამტკიცების შემდეგ ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა მთავრობას რეკომენდაცია უნდა გაუწიოს, განხორციელდეს თუ არა ვაქცინაცია აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.

კომენტარები