გაერო – „სირიის ჩრდილო-დასავლეთში საბრძოლო მოქმედებების გამო, გასული წლის დეკემბრიდან საცხოვრებელი 900 000-მდე ადამიანმა დატოვა“
4
სირიის ჩრდილო-დასავლეთში საბრძოლო მოქმედებების გამო, გასული წლის დეკემბრის შემდეგ საცხოვრებელი 900 000-მდე ადამიანმა დატოვა.
ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მარკ ლოუკოკის განცხადებით:
„დევნილების უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. გაერო-ში ამბობენ, რომ დევნილები ქუჩებში არიან, რადგან ბანაკები გადატვირთულია, პატარა ბავშვები კი სიცივისგან იღუპებიან“.
საბრძოლო მოქმედებები არაპროპორციულ ხასიათს ატარებს, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები, ბაზრები, მეჩეთები და საცხოვრებელი უბნები ნადგურდება.