გავახსენოთ სადისტური რეჟიმის შემოქმედ გაქცეულ “ექს_პრეზოს” თუ რას უკავშირდება მისი სახელი

 

გავახსენოთ სადისტური რეჟიმის შემოქმედ გაქცეულ “ექს_პრეზოს” თუ რას უკავშირდება მისი სახელი.
სააკაშვილის სახელს უკავშირდება სადისტური რეჟიმის დამყარება, სისხლის გუბეების დაყენება რუსთაველზე და შსს _ სადამსჯელო უწყებად გარდაქმნა, რომელიც მოქალქეების უფლებების ფეხქვეშ გათელვით და განსხვავებული აზრის სისხლში ჩახრჩობით იყო დაკავებული.
სააკაშვილის სახელი საპატიმროებში პატიმრების მანიაკალურ წამებას და გაუპატიურებას უკავშირდება.
სააკაშვილის სახელი მიტაცებულ სასამართლოს უკავშირდება, სადაც გამამართლებელი განაჩენის გამოტანა უბრალოდ არ შეიძლებოდა.
სააკაშვილის სახელი უკავშირდება, ჟურნალისტების დევნას, შეკერილ საქმეებს და დარბეულ ტელევიზიებს.
სააკაშვილის სახელი მიტაცებულ პოლიტიკას ღამით წართმეულ ბიზნესებს უკავშირდება.
სააკაშვილის სახელი გამოუძიებელ მკვლელობებს და ქუჩაში დახოცილ ახალგაზრდებს უკავშირდება.
სააკაშვილის სახელი აგვისტოს ომის დაწყებას, მოწინააღმდეგეზე ჩაბარებულ კოდორს, ახალგორს და 150 – ზე მეტ სოფელს უკავშირდება.
სააკაშვილის სახელო გაყიდულ დავით გარეჯს უკავშირდება.
სააკაშვილის სახელო დარბეულ და დანგრეულ ტაძრებს უკავშირდება.
სააკაშვილის სახელი გარყვნილებას, ორგიების მოწყობას და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს უკავშირდება.
რეჟიმის მთავარ ჯალათზე საუბარი და მისი ყველა დანაშაულის ერთ სტატიაში ასახვა უბრალოდ შეუძლებელია.
ქართველმა ხალხმა კარგად იცის რას უკავშირდება სააკაშვილის სახელი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლას ვერ ბედავს.
ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები