„გავრილოვს, საქართველოში ვითარების დაძაბვა აწყობს, ამიტომ გაუგებარია, რატომ უნდა ქართულ მხარეს ძველ ამბავზე ხელახლა ჩხუბის დაწყება“- ვახტანგ მეგრელიშვილი

-„მე რომ  სერგეი გავრილოვი ვიყო, ნებისმიერ სიტუაციაში ხომ მაწყობს, -იმ ქვეყანაში, რომლის მტრადაც საკუთარ თავს მივიჩნევ ისეთი საგიჟეთი ხდებოდეს, რაც ახლა ხდება. მე ამაში თუ მივიღებ რაღაც მონაწილეობას, ალბათ, უფრო სიამაყითაც ვივლი. სერგეი გავრილოვის მოტივაცია ჩემთვის სრულიად გასაგებია. მე არ მესმის ჩვენების მოტივაცია, – გინდა ერთი მხარის, გინდა მეორე მხარის, – 2 წლის წინანდელი ამბავი რომ გავაცოცხლეთ და იმაზე რომ გვინდა ახლიდან ჩხუბი“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერიმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა.

რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა:

-„სიცრუე რომელიც იღვრება 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება ნიკა მელიას მიერ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზეც ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, – ეს არის მკაფიო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც გავრილოვია, მეორე მხარეს კი ქართველი ხალხი.

კომენტარები