„გავრცელებული ცრუ ინფორმაციით, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, ვითხოვ ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას“- შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში უჩივის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში უჩივის. სარჩელი სასამართლოში უწყების წარმომადგენელთან ერთად, ფოთის პატრულ-ინსპექტორმა, გელა კვაშილავამ შეიტანა. სარჩელი  გელა კვაშილავას პატივისა და ღირსების შელახვას ეხება.

-„ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, ჩემი და სამინისტროს დისკრედიტაცია  რომ მომხდარიყო.  30 იანვარს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, მტკიცებით ფორმაში ჩემზე გავრცელდა ცრუ და გამოგონილი ამბები. მყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მშობლები. შეილახა ჩემი პატივი, ღირსება და რეპუტაცია. ვიბრძოლებ ჩემი უფლებებისთვის, სასამართლოს მივმართე სარჩელით. „ტვ პირველისგან“ ვითხოვ,- უარყონ ინფორმაცია, ვითხოვ მორალური ზიანის ანაზღაურებას. იყო გამოგონილი ამბები, თითქოს, ფოთში ნარკოტიკებით გადავაადგილდებოდი, არანაირი კავშირი არ მაქვს“, – განაცხადა გელა კვაშილავამ.

კომენტარები