„გაზაფხულისთვის ევროპის რეგიონში კორონავირუსს კიდევ 700 000 ადამიანი შეიძლება ემსხვერპლოს“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა:

-„დღეს, კოვიდსიტუაცია ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ძალიან სერიოზულია. წინ რთული ზამთარი გველის. გაზაფხულისთვის ევროპის რეგიონში კორონავირუსს კიდევ 700 000 ადამიანი შეიძლება ემსხვერპლოს. ყველა ჩვენგანს – მთავრობებს, ჯანდაცვის ორგანოებსადა ინდივიდებს – შეგვიძლია გადამწყვეტი ზომების მიღება პანდემიის სტაბილიზაციისთვის. მზარდი მტკიცებულება არსებობს ვაქცინების მეშვეობით ინფექციისა და მსუბუქი დაავადებისგან დაცვის შემცირების შესახებ, რომ მოწყვლადი ჯგუფების მიერ ვაქცინების გამაძლიერებელი დოზის მიღებას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს. იმისათვის, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება გავაგრძელოთ, უნდა გამოვიჩინოთ „ვაქცინა პლიუს“ მიდგომა. ეს ნიშნავს ვაქცინის სტანდარტული დოზების მიღებას, შეთავაზების შემთხვევაში, გამაძლიერებელი დოზის მიღებას, ასევე პრევენციული ზომების ჩართვას ჩვენს ჩვეულ რუტინაში“.

18 ნოემბერს, ჰანს კლუგემ განაცხადა, –  ევროპის რეგიონს წინ მძიმე ზამთარი ელოდება.

კომენტარები