გაივლის პირველი სტრესი, გაივლის უარყოფითი ეტაპი, დაიბადება ინტერესი “და რა მოხდება შემდეგ?”

ახლა წავიკითხე, რომ ვენეციის არხებში წყალი გამჭვირვალე გახდა. კიდევ ერთ პოპულარულ ტურისტულ ადგილზე კი, რომელიც აქამდე ცარიელია იყო, იშვიათი მშვენიერი ფრინველები გამოჩნდნენ.

იქნებ, პლანეტას სურს დასვენება? იგი დაიღალა ხალხით და უბედურებით, ის ქარიშხლების მეშვეობით ცდილობს “შეიბერტყოს” მტვერი და ძირს დაყაროს “გადამეტებული სიმძიმეები”, წვიმით ჩამოირეცხოს ჩვენგან გადამეტებული “სიბინძურე”, ზამთარში ყინვას, რომ იქნებ როგორმე შეიმსუბუქოს ანთებული ჭრილობები, ის მიწისძვრებით კანკალებს, როგორც ძაღლი, რომელიც დაღლილი ან წყლიდან გამოსული, რომ შეიბერტყოს  დამძიმებული მხრები.

ახლა დედამიწას აუტოიმუნური დაავადება აქვს, პლანეტამ მისი განკურნების გზა აირჩია: ყველას სახლში შეკრება. თითოეული მოქალაქე არის თავისი ქვეყნის შიგნით, მისი სახლის შიგნით, მშობლიურ კედლებთან უფრო ახლოს. სამსახურიდან დასვენება, აურზაური, მარადიული დაჩქარება.
გახსოვდეთ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, სამაგიდო თამაშების შესახებ, მშობლებთან და ბავშვებთან ჩაის წვეულებების შესახებ. ტორტის გასაცხელებლად, რომლის ცომს ხუთი საათის განმავლობაში სჭირდება ყურადღება. იმის ყურება, თუ როგორ იწვება ყავა თურქში, ნელა დალიეთ ლამაზი თასიდან, ეხლა ხომ აღარსად გვეჩქარება. დახატეთ სურათი, დააკოპირეთ რეცეპტები ნოუთბუქში, გადარგეთ ყვავილები.
პლანეტა სახლისკენ გვიბიძგებს, ასე რომ, მისი გასუფთავება შეგვიძლია: ჩვენი ოთახიდან დაწყებული, ჩვენი ფიქრებით გაგრძელებული.
იქნებ  ახლა მაინც დავიწყოთ დაფასება.

და მალე ჩვენ დავუბრუნდებით ნანატრ ტურისტულ ადგილებს, რომლებიც მცირე ხნით დაისვენებენ ჩვენს გარეშე. გაზაფხული მათში ჩაისუნთქავს ცხოვრებას, განაახლებს მას სუფთა ჰაერით დაუსრულებელი სელფების და სავსე ნაგავსაყრელების გარეშე.

და ჩვენთვის ახალ სამყაროში გაიხსნება, რომლის მოფრხილებაც ახლავე უნდა დავიწყოთ, ამ მომენტში, საკუთარი თავით დაწყებული.

ყველაფერი წარმავალია: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე; სიკვდილი იმდენად გარდაუვალია, რომ რატომღაც ყველას მოულოდნელად ატყდება თავს. აბა, როგორ უნდა მიხვდე, რომ მაინცდამაინც დღევანდელი დღეა შენი ცხოვრების უკანასკნელი დღე… არადა, სულ გგონია, რომ დრო კიდევ გაქვს; მერე, უცებ, ერთ მშვენიერ დღეს – ბრახ! და გადატრიალდები, რეგლამენტი ამოწურულია. სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენს ორგანაიზერში წინასწარ ვერ ჩაიწერება…”
ბეგბედერი, 99 ფრანკი, ანუ და ე.ი. …” – წერს ქართველი ემიგრანტი, ნინო მანჯავაძე

 

 

 

კომენტარები