გაიტაცეს მანქანა, რომელშიც კორონავირუსის ვაქცინები იდო

აშშ-ში, შუადღით, 4 საათზე  კაცმა მანქანა მოიპარა, რომელშიც კორონავირუსის ვაქცინის 30 ფლაკონი იდო. ამ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

დამნაშავე ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. შეამჩნიეს. ის დაახლოებით, 20 წლის, გრძელთმიანი, ღია ფერის კანიანი მამაკაცია.

სამართალდამცველების განცხადებით, ქურდობამდე, Covid 19-ის ვაქცინები, სპეციალურ მაცივრებში რეკომენდაციების დაცვით, სათანადოდ იყო შენახული.

დამნაშავეს ფლორიდის პოლიცია ეძებს, მანქანა საერთაშორისო მასშტაბებით იძებნება.

კომენტარები