“გაიხარე, ქალბატონო ნათელა და ისე გახარებული იარე ამიერიდან ამ ცხოვრებაში, მე რომ გამახარე ამ მორიგი “პრიხვატიზაციით!” – მალხაზ ძიძიგური:

– “გუშინ ისეთი “სასიხარულო” ამბავი გავიგე, მთელი დღე “აღმატებულ” ხასიათზე გახლდით!

–თანაც ვინ მაუწყა ეს ამბავი?
–ვინ და “პრიხვატიზაციის” დედოფალმა, ნამოხვანის ერთ-ერთმა გამყიდველმა, ნათელა თურნავამ!
–ამ დედაკაცმა:
–“400 მილიონის ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებები გამოგვაქვს გასაყიდადო.”
–მე და თქვენ, მეგობრებო, ამ აქტივებიდან ერთ გრამსაც ვერ ვიყიდით გასაგები მიზეზების ანუ ფინანსების უქონლობის გამო, ხაზარაძე-ჯაფარიძეები კი ფულს არ მოგვცემენ, თუ დიდი ქონება არ ჩავუხეთქეთ შიგ.
–იყიდიან ისევ ის ბიზნესმენები, რომლებიც ამ დიაცის განცხადებისას მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.
–მაშ რატომ უნდა მიხაროდეს?
–მე შენ გეტყვი და ხალხს შეახვედრებენ რამეს?
–კი, შეიძლება რაღაც რაოდენობა მუშახელი დასჭირდეთ, მაგრამ მხოლოდ საექპლუატაციოდ და დაბალი ანაზღაურებით, რასაც ადგილი აქვს, მაგალითად, “მაგნიტის” ქსელში და არა მარტო, სადაც ადამიანებს 12-16 საათს ამუშავებენ მიზერული თანხის სანაცვლოდ და დანაკლისის შემთხვევაში სწორედ მათი ხელფასებიდან იღებენ ვითომ დაკლებულ თანხებს.
–ასე რომ, ჩემო უქონელო მეგობრებო, წამოვიდა ხალხის კუთვნილი ქონების მორიგი მითვისების მეათასე ტალღა! –
–ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ნათელას და კიდევ სხვა მაღალჩინოსნებს ამ აქტივებიდან წინასწარ აქვთ მონიშნული მისასაკუთრებლად მომგებიანი ობიექტები, დარჩენილებს კი ასევე თავის საახლობლო ბიზნესმენებს შეასყიდებენ, რა თქმა უნდა, “საცოდავი ძღვენის”, იგივე “30 ვერცხლის” გათვალისწინებით.
–გიხაროდენ!
–გიხაროდენ!
–გიხაროდენ!
———————————————————————-
–ნათელამ შეხვედრის დამთავრებისას ცნობილი ქართული ჰიტი წაუმღერა:
–“ახლა ჩემი დროა,
–დიდხანს ველოდი…”
–გაიხარე, ქალბატონო ნათელა და ისე გახარებული იარე ამიერიდან ამ ცხოვრებაში, მე რომ გამახარე ამ მორიგი “პრიხვატიზაციით!” – წერს ფეისბუქის მომხმარებელი მალხაზ  ძიძიგური
კომენტარები