„გაიხსნა ეს ფანჯარა, ვინღა უნდა ჩამოვიდეს, ფარავნის ტბიდან მზეჭაბუკი ხომ არ ამოვა ან ბაზალეთის ტბიდან, ან თეთრი ცხენით“-ალეკო ელისაშვილი

ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს პოლიტიკურ პროცესებს.

ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი-2“-ის ეთერში – “ღამის კურიერში” განაცხადა.

-„აი გუშინაც შანსი გაჩნდა, ვამბობდით, – დაიხურა თითქმის კარი, დაიხურა ფანჯარა… გაიხსნა ეს ფანჯარა, ვინღა უნდა ჩამოვიდეს, ფარავნის ტბიდან მზეჭაბუკი ხომ არ ამოვა ან ბაზალეთის ტბიდან, ან თეთრი ცხენით ვიღაც ხომ არ შემოვარდება? ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ჩამოვიდა, ამ ერთი ციდა საქართველოში, გვითხრა, – დასხედით თქვე-დალოცვილებო, რას გაჯიქებულხართ, დაილაპარაკეთ, შედით პარლამენტში – მიხედეთ ქვეყანას. ჩაატარეთ წესიერი არჩევნები, ნუღა გეყოლებათ პოლიტპატიმრები, გააჯანსაღეთ მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც პოლიტიზირებულია,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები