„გაიხსნება პრაქტიკულად მთლიანად სავაჭრო სფერო“- ამუშავდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 თებერვლიდან

-„პირველი თებერვლიდან დაანონსებულია, გაიხსნება პრაქტიკულად მთლიანად სავაჭრო სფერო… მთავრობა იძულებულია, რაღაც შეზღუდვები დააწესოს, როცა არ ვიცავთ რაღაც წესებს, ან ბიზნესი არ იცავს წესებს. ჩვენ ვნახეთ,  ბიზნესი კარგად იცავდა, როცა საახალწლოდ გაიხსნა ვაჭრობა. დიდ მოლებში ძალიან კარგად იყო დაცული ყველანაირი მოთხოვნა. ბიზნესი არის პასუხისმგებლობიანი, მოგვყვება ამაში.

საზოგადოებრივ ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.  გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს, – საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრებისგან განსხვავებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული წესების ზედმიწევნით დაცვა ჭირს.

კარგი იქნება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დისტანციის დაცვა რომ შეიძლებოდეს. არავის სიამოვნებს,  ადამიანებს დისკომფორტი შევუქმნათ, მაგრამ არავის სიამოვნებს დღეში 50 ადამიანს გარდაცვალება კოვიდის გამო.

ფაქტობრივად, პირველ თებერვალს ბიზნესის გახსნის გადაწყვეტილება მიღებულია. გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი საახალწლო პერიოდში სავაჭრო სექტორის მიერ კოვიდრეგულაციების ზედმიწევნით დაცვა გახდ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

კომენტარები