გალდავასა და თავდამსხმელის საუბრის ჩანაწერი – „სამნი წავიდეთ… დედას გაფიცებ, კაცურად გთხოვ“

„მთავარი არხი“ „საქართველოს ბანკში“ ჩაწერილ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. მას შემდეგ არის ჩაწერილი, რაც თავდამსხმელს მოთხოვნილი თანხა ავთანდილ გალდავამ მიუტანა.

თავდამსხმელი:- არავინ არ დაშავდება. აქ თუ ვინმე დაშავდა, იქნება თქვენი ბრალი.

ავთანდილ გალდავა: – გავიგეთ, მაგრამ რა იქნება ჩვენი ბრალი, არანაირი ზედმეტი მოქმედება არ იქნება. რამდენი კაცი მიგყავს.

თავდამსხმელი:- 5 კაცი ვიქნებით შენიანად.

ავთანდილ გალდავა: – 4 წავიდეთ.

თავდამსხმელი: -არა.

ავთანდილ გალდავა:- გთხოვ. 5 კაცი, აი, რაღაში გინდა. გამაგებინე ადამიანო.

თავდამსხმელი: – რა მეტნი ვიქნებით, მით უკეთესი.

ავთანდილ გალდავა: – გავიგე ძმაო, მაგრამ ის სამი კაცი ცოტანი ვართ, დედას გაფიცებ? გეხვეწები, კაცურად გთხოვ. კაცი ხომ ხარ…

თავდამსხმელი: – მე ვსაუბრობ.

ავთანდილ გალდავა: – ფიზიკურად ხომ ვერ წაიყვან, ამათ ისედაც. გეხვეწები წაიყვანე, წაგვიყვანე. სამი კაცი წავიდეთ.

თავდამსხმელი:- დამშვიდდი, დამშვიდდი მეთქი.

ავთანდილ გალდავა: -კაი, მშვიდად ვარ. მართლა მეგობრულად გთხოვ.

თავდამსხმელი: -გასაგებია, მაგრამ დამშვიდდი. არ მინდა შენი აზრები, შენთვის შეინახე.

ჩანაწერს „მთავარი არხი“ ავრცელებს

 

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.

04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა და მიიმალა.

მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, – თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა.

კომენტარები