„გამარჯობა საქართველო… საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი ევროპული ერების ოჯახში ყოფნას “ – ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს:

-„გამარჯობა საქართველო. 

დღეს ვიწყებ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში. ვიზიტის ძირითადი მიზანი საქართველოს მიმართ ლიეტუვის მხარდაჭერაა ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის, რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გზაზე. ასევე მეგობრობისა და კულტურული კავშირების გაღრმავება. საქართველო დიდი ისტორიის, უნიკალური დამწერლობის, შთამბეჭდავი ბუნებისა და მდიდარი ტრადიციების ქვეყანაა. ქართველებს ისევე უყვართ თავისუფლება, როგორც ჩვენს.

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ლიეტუვის ურყევ მხარდაჭერას ვადასტურებ. საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებ“.

კომენტარები