„გამგეობებს მოვუწოდებ, დაიწყონ“ – სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვებით უზრუნველყოფისთვის მერია ნახევარ მლნ ლარს გამოყოფს –

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა.

-„სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვებით უზრუნველყოფისთვის მერია ნახევარ მლნ ლარს გამოყოფს. ეს გადაწყვეტილება დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა მიიღო, – ჩვენ გამოვნახეთ საშუალება, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი,  რომ დავეხმაროთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

პანდემიის პირველი ტალღის დროს ზუსტად ამ მიდგომებით მერია ძალიან ბევრ ოჯახს დაეხმარა. ხელი შევუწყვეთ, მდგომარეობა მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა. ანალოგიურად იქნება ეს პლატფორმა, მომდევნო დღეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ საკვები პროდუქტების მიტანას მოხუცებულთათვის, რომლებიც რისკ-ჯგუფებში შედიან. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ პროდუქტები. აქედან გამომდინარე, ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა სარეზერვო ფონდიდან და ამ პროდუქტებს შევუძენთ.

ყველა ბიზნესს, რომელსაც ინიციატივაში ჩართვა სურს, მერია ამის შესაძლებლობას მისცემს. გამგეობებს მოვუწოდებ, დაიწყონ ამ პროგრამის განხორცილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები