გამოდით “ოპოზიციონერებო” და ჩახედეთ ცხონებული კობა დავითაშვილის შვილებს თვალებში და უთხარით :

 – “რამდენი კიდევ,რამდენი ადამინი უნდა შეეწიროს შენს ავადმყოფურ ამბიციებს და არაკაცობას?!
კიდევ რამდენმა შვილმა უნდა დაიტიროს უსამართლოდ ნაწამები მამა?!

Mikheil Saakashvili

ახლა გამოდით “ოპოზიციონერებო” და ჩახედეთ ცხონებული კობა დავითაშვილის შვილებს თვალებში და უთხარით : ქვეყნის და მათი ბედნიერი მომავლისთვის,რომ გსურთ სააკშვილის დაბრუნება.

უთხარით გაპატიონ 9 წლის “პატარა გადაცდომები” ,რომელმაც ახალგაზრდა მამის სიცოცხლე შეიწირა!

აუხსენით რატომ არ ამოგიღიათ ხმა არასდროს,მათი უსამართლოდ დაჩაგრული მამის დასაცავად.
დაგვარწმუნეთ ყველა ის შვილი,რომელიც სააკაშვილმა დაგვაობლა, რომ ჩვენ უფლებებსაც იცავთ და ჩვენ მომავალზეც ფიქრობთ პირში წყალ ჩაგუბებულები.
აგვიხსენით რატომ არ “გაგვიმართლა” ჩვენ ისე როგორც თქვენს შვილებს,რომლებსაც ბიუჯეტის ფულის ქურდობის გამო, დაჭერილი მამა პოლიტპატიმარი გონიათ?!

რატომ არ არიან ჩვენი მამები ცოცხლები?!

ბევრი რატომ მინდა ვიკითხო მაგრამ……………..
როდემდე უნდა ატაროს ადამიანმა ამდენი უსამართლობა გულით?!
როდემდე უნდა უმტკიცოდ გაყინულ საზოგადოებას, რომ ცხოვრება გრძელდება?!
არაფერი არ გრძელდება არაფერი არ იცვლება.
სანამ სამართალი არ იქნება და ყველა დამნაშავე არ დაისჯება!
რამდენი წელიც უნდა გავიდეს მუდამ გვახსოვდეს ვინ, რატომ და როგორ მოიქცა?!
ვიზიარებ ბატონი კობა დავითაშვილის ოჯახის მწუხარებას.
პ.ს : და თქვენ ვინც ფინანსური კეთილდღეობის და ძველი “დიდების” დაბრუმების გამო სააკაშვილის ჩამობრძანებას ითხოვთ, გახსოვდეთ:

თუ გვერდზე არ დამდგომიხარ და სიჩუმე არჩიე სიმართლის თქმას ,ეხლა არანაირ მორალური უფლება არ გაქვს სამართალზე,ადამინის უფლებებზე საუბრობდე.

გახსოვდეს! ყოველი ხმის ამოღებისას, ჭრილობაზე მარილს მაყრი, რომელსაც საგულდაგულოდ გულში ვინახავ, რათა არ გავბოროტდე!”
 – წერს სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლის, პოლიტპატიმარ თემურ ჟორჟოლიანის ქალიშვილი,
ანო ჟორჟოლიანი
კომენტარები