„გამოვიყენებ სიტყვას – სისულელე, გული მტკივა, რომ მეუფისგან ასეთი რამ მოვისმინეთ. ამგვარი განცხადებები ეკლესიას ჩრდილს აყენებს“

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა:

„უარს ვამბობ, მონაწილეობა მივიღო ​დებატში, რომელიც ეკლესიას მიაყენებს ჩრდილს და გულს ატკენს პატრიარქს.

გამოვიყენებ სიტყვას –  სისულელე, გული მტკივა, რომ მეუფისგან ასეთი რამ მოვისმინეთ. ამგვარი განცხადებები ეკლესიას ჩრდილს აყენებს. უარს ვამბობ, მივიღო მონაწილეობა დებატში, რომელიც ეკლესიას მიაყენებს ჩრდილს და გულს ატკენს პატრიარქს“.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია მეორის მკვლელობას გეგმავდნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე უხმეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ჰყვება, რომ ისინი მას „ეჩალიჩებოდნენ“, რათა პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად.

კომენტარები