გამოიგონეს მოწყობილობა – კორონავირუსის გამოვლენა 10 წამში შეუძლია

თურქმა მეცნიერებმა გამოიგონეს მოწყობილობა Diagnovir-ი, -კორონავირუსის დიაგნოსტიკა 10 წამში შეუძლია. ამ ინფორმაციას ბილკენტის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

მოწყობილობის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია არა ნიმუშის რეპლიკაციაზე, არამედ ოპტიკურ მახასიათებლებზე. ტესტირებისთვის გამოიყენება ადამიანის პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან აღებული ნიმუში, სპეციალურ ნაერთში აზავებენ, ათავსებენ მოწყობილობაში.

კლინიკამდელი კვლევების დროს, Diagnovir-მა კორონავირუსის გამოვლენის 99%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

კომენტარები