„სად იყო საქართველოს დიპლომატიური კორპუსი, ჯანდაცვის სამინისტროს სათანადო რგოლები, რატომ არ ატეხეს აჟიოტაჟი?“ – გიორგი ფხაკაძე

-„პანდემიის პრობლემა თუ არ მოგვარდა, დანარჩენი ამაზეა მიბმული. ჩამოვა ტურისტი?! შემდეგ 6 თვე დაკეტილი ვიქნებით. საერთო სტრატეგიული ხედვა, საითკენ მივდივართ, რას, როგორ და რისთვის ვაკეთებთ?!
ქვეყანაში ამდენი ერუდირებული, ჭკვიანი და პროფესიონალი ადამიანია, პროცესებს კი ვინ მართავენ?! გავიგეთ, რომ ფულის გაკეთება გინდათ, მაგრამ ჩვენ რა ვქათ?!
მე მინდა ქვეყანაში ჩამოვიდეს კარგი ვაქცინა და ხალხი იყოს უსაფრთხოდ. სად არის „ფაიზერი“?! ჩინური გაქვთ?! ეგ თქვენ გაიკეთეთ, ჩემს ახლობლებს „ფაიზერი“ გაუკეთეთ. წაიკითხეთ ჯანმოს დოკუმენტაცია ჩინურ ვაქცინებზე – პრობლემურია.
რა გამოდის?! რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმ ხალხზე, ვინც საქართველოში ვაქცინაციაზეა პასუხისგებელი, მერე რა! ილაპარაკეთ, მე მაინც ვარ – ასეთია მათი დამოკიდებულება.
ცნობისათვის – უკრაინამ ახლა მიიღო 700 000 დოზა „ასტრაზენეკა“. უკრაინა და მოლდოვა არის კოვაქს პლატფორმის IMC ქვეყნების სიაში, საქართველო კი ამპარტავნულად – არა.
ამ აპლიკაციას როცა ავსებდნენ, სად იყო საქართველოს დიპლომატიური კორპუსი, ჯანდაცვის სამინისტროს სათანადო რგოლები, რატომ არ ატეხეს აჟიოტაჟი, საქართველო IMC სიაში რომ ყოფილიყო?!
შეგახსენებთ – სამედიცინო პირბადის ნაცვლად დოლბანდები რომ შეტენეს მოსახლეობასაც და კოვიდსაავადმყოფოებსაც და ფულები აკეთეს, იმ აფიორისთვის ვინმეს პასუხი აგებინეს?!
რაც შეეხება ვაქცინაციის საბჭოს, ძალიან ბევრი საპატიო ექიმია, თავისი საქმის პროფესიონალი, მაგრამ ვაქცინაციაში რაიმე გამოცდილება და ლიცენზია რომელიმეს აქვს?! არა!
ვაქცინაციის პროგრამა რომ დაწერა 82 მითიურმა ექსპერტმა, კაციშვილმა რომ ვერ გაიგო მათი ვინაობა, სად არის ეს ვაქცინაციის გეგმა?! აზიის განვითარების ბანკმა გადაიხადა თანხა ამ დოკუმენტის შექმნაში. ქაღალდი ქაღალდისთვის დაწერეთ?!
მაჩვენეთ, რა გვაქვს დღეს კარგი ჯანდაცვაში?! კი, ბატონო, ორმა ორგანიზაციამ გაიარა „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივაში“ აკრედიტაცია. ეს მართლა კარგი ამბავია. სხვა?!
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, – ყველა, ვინც ვაქცინაციის პროცესზე იყო პასუხისმგებელი, მოსახსნელია. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დაიდოს იმ 82 ექსპერტის სახელი და გვარი, რომლებმაც ვაქცინაციის გეგმა დაწერეს.
მივმართავ სუს-ს – ჩადენილია ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობა, გამოიძიეთ, ვინ შეავსო აოლიკაცია არასწორად. რატომ არ მოხდა შეცდომის მომენტალურად გასწორება, ჩვენ IMC ქვეყნების სიაში რომ გადავწერილიყავით?! ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება. ეს არის ქვეყანაში მეხუთე კოლონის ქმედება.
გამოიძიოს სუს-მა კოვაქსის აპლიკაციის არასწორად შევსების საკითხი და მეორე, რატომ არ ჩამოყალუბდა ქვეყანაში პირბადის ხარისხის სტანდარტი?! რა გახდა ხარისხის შესამოწმებლად 50 000 დოლარიანი ლაბორატორიის ჩამოტანა, ქვეყანაში სამედიცინო პირბადეების ხარისხი რომ დადგინდეს?!“-ამბობს პროფესორიორგანიზაცია –  „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელიგიორგი ფხაკაძე.
კომენტარები