გამოკითხვამ რუსეთის მოქალაქეების საქართველოს მიმართ დამოკიდებულება გამოავლინა

რუსეთში „საზოგადოებრივი აზრის ფონდმა“ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რის საფუძველზეც გაირკვა, რომ რუსეთის მოქალაქეების 48% საქართველო მიმართ გულგრილია, ხოლო 37%-ს საქართველოს მიმართ  კარგი დამოკიდებულება აქვს. რესპოდენტთა მხოლოდ 8%-ს კი – ცუდი. 7%-ს გაუჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

გამოკითხვა 6-7 ივლისს ჩატარდა და მასში 1500-მა რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას „mk.ru“ ავრცელებს.

კომენტარები