გამოკითხვა: დამნაშავეა თუ არა სააკაშვილი, კობა დავითაშვილის სიკვდილში?

კობა დავითაშვილს მიაჩნდა, რომ მისი სასიკვდილოდ ცემის დავალება პასუხისგებაში მიცემულ პირებს პირადად მიხეილ სააკაშვილმა მისცა:

,,…ამ დანაშაულის მთავარი ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილია და არა ზურაბ ადეიშვილი. ადეიშვილი შუალედური რგოლი მგონია…“

“…ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული!…”

– აცხადებდა კობა დავითაშვილი 

 საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, “თვალსაზრისი” ატარებს გამოკითხვას:

დიახ, სააკაშვილი დამნაშავეა!

ვისაც მიაჩნია, რომ კობა დავითაშვილის სიკვდილში ბრალი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს,

კომენტარებში დაწეროს ციფრი “1”

 

არა, სააკაშვილი უდანაშაულოა!

ვინც ფიქრობს, რომ კობა დავითაშვილის გარდაცვალება მიხეილ სააკაშვილთან არანაირ კავშირში არ არის,

კომენტარებში დაწეროს ციფრი “5”

შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილის ცემის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად 2016 წლის ივლისში გამოაცხადა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალი ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს წაუყენა.

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძეც.

კობა დავითაშვილი დღეს, 2 დეკემბერს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

კომენტარები