გამოკითხულთა 33 პროცენტი ამბობს, რომ იმავე პარტიას მისცემს ხმას, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 33 პროცენტი ამბობს, რომ იმავე პარტიას მისცემდა ხმას, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისცა ხმა.

კითხვაზე, „მისცემდით თუ არა ხმას იგივე პარტიას, ვისაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიეცით ხმა?“

– 33 პროცენტი ამბობს, რომ „იგივე პარტიას მისცემს ხმას“, 23 პროცენტი – „იგივე პარტიას არ მისცემს ხმას“, 16 პროცენტი – „არ ახსოვს, ვის მისცა ხმა 2016 წელს/არ იყო არჩევნებზე“, 7 პროცენტი – „საერთოდ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას“, 17 პროცენტი – „არ იცის“, 4 პროცენტი – „უარი პასუხზე“.

კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი

კომენტარები