გამოკითხულ უკრაინელთა 70% თვლის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დაძაბულია

სოციალური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა „სოცის“, უკრაინაში გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.
გამოკითხულთა 67,7%, უკრაინაში არსებულ სიტუაციას დაძაბულად თვლიან. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ აცხადებს. ეს შედეგები სოციოლოგთა პრესკონფერენციაზე იყო წარმოდგენილი.

კვლევები, 2019 წლის 29 მაისიდან – 6 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, სადაც 4 ათასმა რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა.
ამასთან, გამოკითხულთა 25,9% თვლის, რომ უკრაინაში მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 20%-ის აზრით, – ეს არასწორი გზაა.

კომენტარები